„ჯეოსელი“ მომხმარებლებს ტარიფის ცვლილებაზე აფრთხილებს.
შესაბამისი sms - შეტყობინება „ჯეოსელის“ აბონენტებმა უკვე მიიღეს.
საუბარია, კომპანიის ერთ-ერთი პაკეტის მეტი-s-ის გაუქმებაზე, რომლის შეძენაც მოქალაქეებს 5 ლარად შეეძლოთ. ცვლილების შემდეგ კი, კომპანია აბონენტებს 8 ლარიან პაკეტს შესთავაზებს, რომელიც „ჯეოსელის“ პაკეტებს შორის ყველაზე მინიმალურ ფასიანი იქნება.
გაცნობებთ, რომ 20 აგვისტოდან აღარ იქნება ხელმისაწვდომი პაკეტი „მეტი S”. გთავაზობთ, განახლებულ პაკეტს “მეტი S+”-ს, რომელიც მოიცავს - 150 ლოკალურ წუთს, 1000 სმს-სა და 300MB-ს. პაკეტის ფასი - 8 ლარია. მოქმედების ვადა კი 30 დღე,“-აღნიშნულია კომპანიის sms-შეტყობინებაში, რომელიც „ჯეოსელის“ აბონენტებს დაეგზავნათ.
ცნობისთვის, „პაკეტი მეტი S”, მოიცავდა 120 ადგილობრივ წუთს, 100 SMS-სა და 100MB-ს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საქართველოში ტელეკომუნიკაციების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გარიგება შედგა. კერძოდ, 2018 წელს კომპანია „სილქნეტმა“ „ჯეოსელი“ შეიძინა. გარიგების თანხამ კი 153 მილიონი დოლარი შეადგინა. შედეგად კი ბაზარზე გაჩნდა კომპანია, რომელმაც სილქნეტის ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიის და ფიქსირებული სატელეფონო კავშირის მომსახურება “ჯეოსელის” მობილურ სერვისებთან გააერთიანა.