Bloomberg Billionaires Index-ის შვიდწლიანი ისტორიის მანძილზე ბილ გეითსი მილიარდერების რეიტინგში მეორე ადგილზე ქვემოთ არასოდეს ყოფილა.
ახლა კი ეს მოცემულობა შეიცვალა.
Microsoft Corp. co-ს თანადამფუძნებელი ბილ გეითსი ამ მუდმივად განახლებად რეიტინგში მესამე ადგილზე გადავიდა და მისი ადგილი ფრანგმა მილიარდერმა LVMH -ის ხელმძღვანელმა ბერნარ არნომ დაიკავა.
ფუფუნების ნივთებისა და მოდის სახლების გაერთიანება LVM-ის კაპიტალმა ხუთშაბათს რეკორდულ ნიშნულს 107,6 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 200 მილიონი დოლარით მეტია გეითსის ქონებაზე. კომპანიებზე აქციების ფასის ზრდამ მხოლოდ 2019 წელს ბერნარ არნოს კაპიტალი 39 მილიარდით გაზარდა, რაც ინდივიდუალურ პირებს შორის მიმდინარე წელს ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელია.
70 წლის არნო გახლავთ ისტორიაში მესამე პირი, ვისი ქონებაც 100 მილიარდ დოლარს გადასცდა. დღემდე მსგავს შედეგს ჯეფ ბეზოსმა და ბილ გეითსმა მიაღწიეს.