მსოფლიო ქალაქებს შორის ყველაზე მეტი მილიარდერი ნიუ-იორკში ცხოვრობს.
ამის შესახებ უძრავი ქონების სააგენტო Savills-ი იუწყება.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ნიუ-იორკში 85 მილიარდერია, მაშინ როცა მთლიანად შტატებში 607 მილიარდერი ცხოვრობს. ამავე რეიტინგში მეორე ადგილზეა ჰონგ-კონგი 79 მილიარდერით.
მესამე პოზიციაზე კი მოსკოვია 71 მილიარდერით. აღსანიშნავია, რომ თავად რუსეთში მილიარდერთა საერთო რაოდენობაა - 99.
„მილიარდერი ქალაქების“ რეიტინგში ხუთეულს ასრულებენ პეკინი - 61 და ლონდონი 55 მილიარდერით.