შვეიცარიის საათების ექსპორტი სამწლიან მინიმუმზეა

მიმდინარე წლის ივნისში შვეიცარიული მაჯის საათების ექსპორტი 10,7%-ით შემცირდა და მიმდინარე წელს 1,74 მილიარდი ფრანკი (1,77 მილიარდი დოლარი) შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის საათების მრეწველობის ფედერაცია ავრცელებს. მათი ცნობით, ეს არის მაქსიმალური კლება 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საათების მიწოდებამ 26,8%-ით იკლო ჰონგ-კონგში, რუსეთში 24,5%-ით, შტატებში კი 7,2%-ით გაიზარდა, ზრდა დაფიქსირდა იაპონიის ბაზარზეც - 3,1%-ით, ჩინეთში - 1,7%-იანი და დიდ ბრიტანეთში კი - 12,7%-იანი ზრდა იყო.

კოკა კვირკველია