Boeing 737 MAX-ი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ოჯახებისთვის და სხვა ხარჯებისთვის 4.9 მილიონ დოლარს გამოყოფს

Boeing-მა იმ ხარჯების დასაფარად, რომელიც 737 Max-ის ირგვლივ არსებულ ვითარებას და მისი ფრენების აკრძალვას უკავშირდება, 4,9 მილიარდი დოლარი გამოყო.

კომპანიის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ მათი საუკეთესო მოლოდინითა და შეფასებით, თვითმფრინავი მგზავრთა მომსახურებას მიმდინარე წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში შეძლებს.

737 Max-ი ოქტომბერში ინდონეზიაში, მარტში კი ეთიოპიაში ჩამოვარდა და ჯამში 346 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აღნიშნული კატასტროფების შემდეგ Boeing-ი თავისი არსებობის ისტორიაში, ერთ-ერთ ყველაზე მძიმე კრიზისს განიცდის, რადგან ავიაკომპანიებმა ყველაზე კარგად გაყიდვად 737 Max-ზე უარი მსოფლიოს მასშტაბით განაცხადეს.

კომპანიას თითქმის 5 მილიარდი დოლარი დასჭირდება იმისთვის, რომ პირველ რიგში მგზავრებსა და მომხმარებლებს დაგეგმილი ფრენების გაუქმებით მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს.

კომპანიაში განმარტეს, რომ ისინი მოლაპარაკებას აგრძელებენ ავიაციის სფეროში მომუშავე მაღალჩინოსნებთან, იმისთვის, რომ 737 Max-ი ასაფრენ ბილიკზე კვლავ დააბრუნონ. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ აღნიშნულ მიზანს წლის ბოლომდე მიაღწევენ, თუმცა განმარტავენ, რომ ეს მათი საუკეთესო მოლოდინი და რეალური დრო შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება მიღწეული ვერ იქნება და მოსალოდნელი შედეგი არ დადგება, კომპანია კიდევ დამატებით ფინანსურ ზარალს მიიღებს.

სალომე აბულაშვილი