საფინანსო კონგლომერატმა „ბერკლიზმა“ ნავთობის 2019 წლის მეორე ნახევრის და 2020 წლის პროგნოზები გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ გლობალურ ბაზარზე მოთხოვნის შემცირება, ფასის კლებასაც გამოიწვევს.
ბანკის ახალი პროგნოზის შესაბამისად, ბარელი ბრენტ მარკის ნავთობის 2019 წლის საშუალო ფასი 69 დოლარი იქნება, რაც უწინდელ პროგნოზზე 2 დოლარით ნაკლებია. აშშ-ის დასავლეთ ტექსასურის (WTI) საშუალო ფასი კი 61 დოლარი იქნება. 2020 წლისთვის შესაბამისი მარკების პროგნოზული ფასები 69 და 62 დოლარია (შესაბამისად, წინა პროგნოზზე 6-5 დოლარით ნაკლები).
ბანკის მიერ გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, ნავთობის მოხმარების საშუალო დღიური ზრდა წელს 1 მილიონ ბარელამდე შემცირდება, რასაც მზარდი პროტექციონიზმი და ამის კვალობაზე, მსოფლიო ინდუსტრიის განვითარების შენელება განაპირობებს.
თუმცა, იმავდროულად, ბანკი იმედოვნებს, რომ ჭარბ მიწოდებასთან დაკავშირებული შიში გაზვიადებულია და ფასს მხარდაჭერას აშშ-სა და მთელს მსოფლიოში არსებული მარაგების ტენდენციები გაუწევს.