ბაზარზე უჩვეულო ფერის მინი კიტრი გამოჩნდა. როგორც fruit news წერს, პროდუქტი კანადურმა კომპანია NatureFresh™ წარადგინა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მინი კიტრი არა მხოლოდ განსხვავებული ფერით, არამედ შიგთავსის ტექსტურითაც გამოირჩევა.
„კიტრი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, არის სრულიად ჯანსაღი და გამოირჩევა მისი გლუვი კანით. შიგთავსის ტექსტურა კი მას ხდის უფრო არომატულს“,- აცხადებს დიეტოლოგი ტეილორ ბეილი.
როგორც კომპანია NatureFresh™ -ის პრესსამსახურში აცხადებენ, მინი კიტრის სეგმენტი სულ უფრო იზრდება. ამასთან, აღნიშნავენ, რომ პროდუქტს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, რადგან საცალო ქსელები საკუთარი გაყიდვების გაზრდის მიზნით, მუდმივად სიახლეებს ეძებენ.
„როდესაც აღნიშნული პროდუქტი მივიღეთ, თავდაპირველად ჩვენი ყურადღება მისმა უჩვეულო ფერმა მიიპყრო, თუმცა მას შემდეგ, რაც დავაგემოვნეთ, მივხვდით, რომ იგი გემოვნური თვისებებითაც განსაკუთრებულია “,- აცხადებს საცალო გაყიდვების მენეჯერი მეთ ქვაირინგი.