ვინ არის ქართველი, რომელიც Disney-ს კომპანიაში დირექტორად დაინიშნა

Walt Disney Company CIS-ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რად კახა აბა­ში­ძე და­ი­ნიშ­ნა, ინ­ფორ­მა­ცი­ას AT.ge ავ­რცე­ლებს. კახა აბა­ში­ძე შე­ი­თავ­სებს ცენ­ტრა­ლუ­რი და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რე­გი­ო­ნე­ბის, დსთ-ს და ასე­ვე რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლის პოს­ტებს.

კა­ხა­ბერ აბა­ში­ძე Walt Disney Company CIS-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მა­რი­ნა ჟი­გა­ლო­ვა-ოზკანს შეც­ვლის, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ას 13 წლის მან­ძილ­ზე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

რო­გორც Disney-ს ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზეა აღ­ნიშ­ნუ­ლი, აბა­ში­ძე კომ­პა­ნი­ას 2008 წელს შე­უ­ერ­თდა და არა­ერთ მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და, კუ­რი­რებ­და კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბას ევ­რო­პა­ში, შუა აღ­მო­სავ­ლეთ­სა და აფ­რი­კა­ში. 2014 წლი­დან ის Disney-ის მე­დი­ა­დის­ტრი­ბუ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე სა­ბერ­ძნეთ­ში, იტა­ლი­ა­სა და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­შიც მუ­შა­ობ­და.

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა აბა­ში­ძემ ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ი­ღო, ის სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლის­ტია. აქვს, ასე­ვე, ჟურ­ნა­ლის­ტის დიპ­ლო­მიც. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ლონ­დო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­ნე­ჯმენტს და­ე­უფ­ლა.

კითხვის გაგრძელება