საქართველოდან ექსპორტირებული ბოსტნეულის რაოდენობა გაიზარდა.
„საქსტატის“ ცნობით, 2019 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, ქვეყანიდან სულ 7 477 600 დოლარის ბოსტნეული გავიდა, მაშინ როდესაც 2018 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 7 332 300 დოლარი იყო.
„ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ბოსტნეულის 5 სახეობას, რომელსაც საქართველო ყველაზე ბევრს ყიდის.
2019 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით, ახალი ან შეყინული სხვა ბოსტნეული გაყიდა, რომლის ექსპორტმაც 4 094 000 დოლარი შეადგინა.
მეორე ადგილზე 1 335 000 დოლარით ახალი ან შეყინული პომიდორი გავიდა.
მესამე ადგილზე კი ახალი ან შეყინული კარტოფილია, რომლის ექსპორტმაც 702 600 დოლარი შეადგინა.
მეოთხე ადგილი 670 700 დოლარით ახალ და შეყინულ კიტრსა და კორნიშონს უკავია.
ხუთეულს ამთავრებს გამხმარი თავიანი ხახვი, ხახვი-შალოტი, პრასი, ნიორი და სხვა ხახვისმაგვარი ბოსტნეული, რომლის ექსპორტმაც 390 700 დოლარი შეადგინა.