ბიზნეს-გაერთიანებების ინიციატივით, წევრი კომპანიების წარმომადგენლები ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, არჩილ მესტვირიშვილს შეხვდნენ.
განხილვის მთავარი თემა ეროვნული ვალუტის კურსი, ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური ტენდენციები, ინფლაცია, დედოლარიზაციის პოლიტიკა და საბანკო რეგულაციები იყო.
ლარის კურსის არასტაბილურობა ბიზნესს ხელს უშლის გრძელვადიანი აქტივობების სწორად დაგეგმვაში, რაც მისი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ შეხვედრის მონაწილეებმა ეროვნული ბანკისგან მიიღეს რეკომენდაციები, თუ რა ღონისძიებები და აქტივობებია საჭირო იმისთვის, რომ შემცირდეს ლარის კურსის მერყეობისგან გამოწვეული ფინანსური რისკები.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ბიზნესს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ სებ-ი ლარის კურსზე ხელოვნურ ზემოქმედებას არ აპირებს, ვინაიდან ეს მათი ფუნქცია არ არის და ლარი მცურავი სავალუტო კურსის რეჟიმშია. სებ-ში აცხადებენ, რომ მათი ძირითადი ფუნქციაა მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში ინფლაციის მართვა. ეროვნული ბანკი ბიზნესს რეკომენდაციებს აძლევს, გამოიყენონ ისეთი საბანკო ინსტრუმენტები, როგორიცაა საბანკო ფორვარდ, რაც გულისხმობს სასესხო ხელშეკრულების გაფორმებას წინასწარ დადგენილი და შეთანხმებული კურსით, რომელიც აღარ შეიცვლება. ასევე კრედიტების აღებას მხოლოდ ლარში.