ოქრუაშვილი ადვოკატი იყო, შემდეგ გახდა საჯარო მოხელე და მერე ყვება ისტორიას, რომ მილიონერ ადამიანს, რომელიც წარმატებული ბიზნესმენი იყო და წარმატებული ბიზნესები ჰქონდა, ფული ასესხა?!“ - ასე ეხმაურება „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, პაატა სალია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას, რომ თითქოს მან 7 მილიონი დოლარი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ასესხა.
სალიას თქმით, ოქრუაშვილს „რუსთავი 2“-ის წილების მოთხოვნის არანაირი საფუძველი არ აქვს.
„ადვოკატი იყო ბატონი ოქრუაშვილი, შემდეგ გახდა საჯარო მოხელე და მერე ყვება ისტორიას, რომ მილიონერ ადამიანს, რომელიც წარმატებული ბიზნესმენი იყო და წარმატებული ბიზნესები ჰქონდა, ფული ასესხა?! საინტერესო პასაჟიც არის მაგ ე.წ. ხელშეკრულებაში, რომ თუ ქიბარ ხალვაში დამოუკიდებლად დაიწყებდა დავას ამასთან დაკავშირებით, მის გარეშე მაშინ ჯარიმა უნდა გადაეხადა, ხომ?! ჯარიმას არ ითხოვს, ითხოვს ტელევიზიის წილებს. მე ვფიქრობ, რომ არანაირი საფუძველი არ აქვს“, - განაცხადა სალიამ.