ბრიტანულმა ავიაკომპანია „ბრიტიშ ეარვეისმა“ ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს მიმართულებით ყველა რეისი ერთი კვირით შეაჩერა. „ბიბისის“ცნობით, ამის მიზეზი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. მგზავრებს, რომლებიც ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან აფრენას ელოდებოდნენ, შეატყობინეს, რომ რეისი არ შესრულდებოდა და ალტერნატიული რეისებიც ერთი კვირის განმავლოვაში არ იქნება. ავიაკომპანიაში კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებენ.
„ჩვენ მუდმივად ვანახლებთ უსაფრთხოების მიზნით მისაღებ ზომებს ყველა აეროპორტში მსოფლიოს მასშტაბით“, - განაცხადეს ავიაკომპანია „ბრიტიშ ეარვეისში“.
შეგახსენებთ, კაიროს მიმართულებით გერმანულმა ავიაკომპანია „ლუფთჰანზამაც“ გააუქმა რეისები, თუმცა, ორი დღით.