Volvo 500 ათას ავტომობილს უკან იხმობს

კომპანია Volvo Cars მსოფლიოს მასშტაბით 500 000 ავტომობილს უკან იხმობს. აქედან 86 ათასი შვედეთშია რეალიზებული. როგორც შვედური სააგენტო წერს, ამის მზეზი ძრავის ნაწილში აალების შესაძლებლობა გახდა.

სააგენტოს ცნობით, კოლექტორი, რომელიც პლასტმასისგანაა დამზადებული, შესაძლოა, ძრავის მაღალი ტემპერატურის გამო გალღვეს.

„ცალკეულ შემთხვევებში ამან აალება გამოიწვია“ - აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები, თუმცა ხაზს უსვამენ, რომ აღნიშნულ შემთხვევებს ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება არ მოჰყოლია.

გაწვევა შეეხება მოდელებს: V40, V60, V70, S80, XC60 და XC90, რომელთა წარმოება 2014-2019 წლებში მოხდა და 4-ცლინდრიანი დიზელის ძრავი გააჩნია.

აღსანიშნავია, რომ კომპანია პრობლემის მქონე ავტომობილების მფლობელებს თავად დაუკავშირდება. თუმცა, როდის და როგორ მოხდება პრობლემის აღმოფხვრა, ჯერ უცნობია.

კოკა კვირკველია