2011 წლის შემდეგ, "სთრიმინგ" სერვისის Netflix მომხმარებელთა რაოდენობა პირველად შემცირდა. საუბარია, აშშ-ში მცხოვრებ მომხმარებლებზე.
სპეციალისტების ვარაუდით, აღნიშნული უბიძგებს კომპანიას, რომ შეცვალოს მონეტიზაცია, ამასთან, შეამციროს რეკლამისა და ხელმოწერის ფასები.
მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, Netflix-მა აშშ-ში 126 ათასი ხელმომწერი დაკარგა და მათი რიცხვი 60,1 მლნ-მდე შემცირდა, ხოლო ახალი ხელმომწერების რაოდენობა გლობალურ ბაზარზე, ნავარაუდევზე 2-ჯერ ნაკლები აღმოჩნდა. კერძოდ, 2,5 მილიონი, 5 მილიონის ნაცვლად. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საფონდო ბირჟა Nasdaq-ზე კომპანიის აქციების ფასი 11%-ით შემცირდა.
თავად კომპანიაში აღნიშნულს დიდ ბრიატნეთსა და შტატებში ხელმოწერების ფასების ზრდას უკავშირებენ.
აღსანიშნავია, რომ ასევე შემცირდა ხელმისაწვდომი ფაილებისა და სერიალების რაოდენობაც. იქედან გამომდინარე, რომ Disney სულ მალე ჩაუშვებს საკუთარ "სთრიმინგ" სერვისს Disney+, ხოლო WarnerMedia - HBO Max-ს, Netflix-ის ბიბლიოთეკაში მათი ადგილი გათავისუფლდება. შედეგად კი, აუდიტორიის ნაწილი ფიქრობს, რომ არ არის საჭირო დარჩეს Netflix-ზე.