2019 წლის ივნისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.2 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსის ზრდამ 6.4 პროცენტი შეადგინა.
წინა თვესთან შედარებით ფასები 1.1 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 0.87 პროცენტული პუნქტით იმოქმედა.
ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (2.0 პროცენტი). ფასების 2.6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე და მისი წვლილი ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 0.17 პროცენტული პუნქტით განისაზღვრა.
“12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 7.03 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (9.6 პროცენტი), ასევე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (8.5 პროცენტი);
სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: ფასები გაიზარდა 5.5 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა;
ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: დაფიქსირდა ფასების 8.6 პროცენტიანი კლება, რამაც -0.98 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე,”-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.