კომპანია „გრინვეიმ“ საკუთარი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თბილისში მდებარე ხუთ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში ადგილი გამოყო და სრულიად უსასყიდლოდ განათავსა ელექტრომობილების დამტენები, - ამის შესახებ „გრინვეი საქართველოდან“ იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, პროექტი ხორციელდება კომპანია „ისფეისის“ და „მ2“ თანამშრომლობით, რომლის მიზანია შექმნან უკეთესი ეკოლოგიური გარემო და ხელი შეუწყონ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას ქვეყანაში.
„გრინვეი“ ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელია საქართველოში, კომპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ფლობს 26 სერვის ცენტრს, აქედან 10 ცენტრი მდებარეობს თბილისში, ხოლო 16 საქართველოს რეგიონებში.
„დღეიდან ელექტრომობილების უფასო დამტენები ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის თბილისში მდებარე გრინვეის ხუთ სერვის ცენტრში, კონკრეტულად კი - გლდანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, დავით აღმაშენებლის ხეივანში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარედ და დიღომში, ნოდარ ბოხუას ქუჩაზე მდებარე სერვის ცენტრებში. მხარეებს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და ელექტრომობილების დამტენები გრინვეის რეგიონულ სერვის ცენტრებშიც განთავსდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.