„თიბისიმ“ ტურიზმის სექტორის ყოველკვირეული მაჩვენებლები გაანალიზა.
რუსეთიდან ფრენების შეზღუდვის მიუხედავად, ტურიზმის სექტორი ზრდის დაბალ, თუმცა პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, რუსეთიდან ფრენების აკრძალვის შემდეგ, რუსეთიდან ტურისტების შემცირებაა. ივლისის მეორე კვირაში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რუსეთის მოქალაქეების 21.4%-იანი კლება დაფიქსირდა და მათ შორის, თვითმფრინავით ჩამოსული ვიზიტორები 78.6%-ით შემცირდა. სახმელეთო გზით შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით იმავე დონეზე იყო. ამასთან, სხვა ქვეყნებიდან ვიზიტორების მატების შედეგად, ჯამურად ტურიზმის სექტორი ზრდის დაბალ, თუმცა პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს. პუბლიკაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე https://www.tbcresearch.ge/en/Research/Flight-ban-impact
„წინასწარი შედეგები თანხვედრაშია „თიბისი“ კვლევების 24 ივნისის პუბლიკაციაში გაკეთებულ პროგნოზებთან https://www.tbcresearch.ge/en/Research/Russia-sanctions-on-tourism
თუ გსურთ „თიბისის“ მაკროეკონომიკური და სექტორული, „თიბისი“ კაპიტალის კვლევების მიღება, მიუთითეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი subscribe უჯრაში საიტზე www.tbcresearch.ge”, - ნათქვამია ინფორმაციაში.