„შურისმაძიებლებმა“ „ავატარს“ აჯობა და ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმის ტიტულის მფლობელი გახდა

„შურისმაძიებლების“ ბოლო მეოთხე ეკრანიზაცია „შურისმაძიებლები დასასრული“ ორშაბათის მონაცემებით შემოსავლების მიხედვით, 2 მილიარდ 890 მილიონი შემოსავლით პირველ ადგილზეა.

შედეგად დასრულდა ჯეიმს კამერონის 2009 წლის ეპოქალური ფილმის „ავატარის“ 10 წლიანი ლიდერობა ყველა დროის კინოჩარტში. ამ უკანასკნელს 2,897 მილიონი დოლარის შემსოავალი აქვს და მას ამ ხნის მანძილზე ვერცერთი ფილმი ვერ შესწვდა.

„შურისმაძიებლებს“ ამ შედეგის მისაღწევად 13 კვირა დასჭირდა. მაშინ როდესაც ის „ავატარის“ ნიშნულს რამდენიმე ათეული მილიონით ჩამოსცდა, კომპანიამ გადაწყვიტა ახალი 18 წამიანი კადრის დამატება ფილმში და მისი გააქტიურება კინოთეატრებში, ამ ხრიკმა, როგორც ჩანს, შედეგი მოიტანა და ის მსოფლიოს ახალი ლიდერია. მან გამოსვლიდან 10 დღეში დააგროვა 2 მილიარდი დოლარი თუმცა, დანარჩენ 890 მილიონს ამდენი კვირა მოანდომა. აღსანიშნავია, რომ „ავატარს“ საბოლოო ნიშნულის მისაღწევად ბევრად მეტი დრო დასჭირდა.

როგორც ცნობილია ამ დროისთვის მსოფლიო კინოინდუსტრიაში 2 მილიარდიანი ზღვარი მხოლოდ 5 ფილმს აქვს გადალახული, აქედან 3 კომპანია „უოლტ დისნეის“ ეკუთვნის. ესენია „შურისმაძიებლები დასასრული“, შურისმაძიებლები უსასრულო ომი“ და „ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება“. დანარჩენი ორი - „ავატარი“ და „ტიტანიკი“ კი სხვა კომპანიებს ეკუთვნის, თუმცა, ერთი რეჟისორის - ჯეიმს კამერონის მიერაა გადაღებული.

კოკა კვირკველია