Gwp ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს იწყებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალსადენისა და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი სრულად შეცვალა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, განახლებულ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყო. პროექტში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 3 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

კომპანიის ცნობით, ხვალიდან, 23 ივლისიდან, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ახალი მაგისტრალური ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, ეტაპობრივ გადაერთებით სამუშაოებს იწყებს.

პირველ ეტაპზე გადაერთებითი სამუშაოები გლდანის მე-7 და მე-8 მიკრორაიონებში ჩატარდება. კომპანიის ტექნიკური ჯგუფების, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოებს ღამის საათებში განახორციელებენ.

ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით 23 და 25 ივლისს საღამოს 21:00 სთ-დან მომდევნო დღის დილის 09:00 სთ-მდე წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის VII მიკრორაიონის ნაწილს: N 1-9 კორპუსებს და მე-19ა კორპუსს.

ხოლო, 24 და 26 ივლისს საღამოს 21:00 სთ-დან მომდევნო დღის დილის 09:00 სთ-მდე წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის VIII მიკრორაიონის ნაწილს: N 1-11 და N 23-33 კორპუსებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge ,- აღნიშნულია ინფორმაციაში.