საქართველოში ჩაის მოყვანის და ზოგადად ჩაის მდიდარი კულტურა კვლავ ბრუნდება.
თუ ათიოდე წლის წინ სუპერმარკეტების დახლებზე ქართული წარმოების ჩაის ვერ ნახავდი, ახლა ეს ასე არ არის. ქართული ჩაი ისევ ცდილობს ღირსეული ადგილის დაკავებას ადგილობრივ ბაზარზე და კონკურენციას უწევს იმპორტირებულს. უფრო მეტიც, კომპანია „მანნას“, რომელიც 100%-ით ქართულ ჩაის აწარმოებს, უკვე უცხოეთშიც იცნობენ.
დღეს ქართულ ბაზარზე არაერთი სახეობის იმპორტირებული ჩაი იყიდება. რა გამოარჩევს „მანნას“ მათგან, როგორია „მანნას“ წარმოების ციკლი და რა გზას გადის ქათული 100%-იანი ნატურალური ჩაი, ვიდრე ჩვენ ოჯახამდე მოვა?
„მანნას“ წარმოების უფროსი და სურსათის უვნებლობის სისტემის მენეჯერის ნატო რჩეულიშვილის თქმით, ჩაის, რომელიც „მანნას“ ბრენდით გამოდის, სხვა ბრენდებისგან გამოარჩევს ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ქართული, ნატურალური და მაღალი ხარისხის ნედლეულისგან იწარმოება, რომელიც იკრიფება დასავლეთ საქართველოს პლანტაციებში. შემდგომ ხდება ამ საქმეში ძალიან გამოცდილი ადამიანების მიერ დამუშავება ყველა სტანდარტის დაცვით, შედეგად კი იღებენ საუკეთესო, პრემიუმ ხარისხის ფოთოლს, რომელიც უკვე „მანნას“ საწარმოში მიდის.
საწარმოში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შესული ჩაი ერევა ერთმანეთს გემური და გარეგნული თვისებების მიხედვით. ჩაის ემატება, მაგალითად, თუშური ბეგქონდარა, რომელიც ხელით არის ნაკრეფი ყვავილობის პერიოდში, ველური მოცვის ფოთოლი, სპეციალურად მანნასთვის დამუშავებული უგემრიელესი ლიმონის ჩირი, პიტნისა და ასკილის საუკეთესო ჯიშები. ეს ხდება როგორც ჩაის გემოვნური თვისებების გამრავალფეროვნებისათვის, ასევე ინგრედიენტების (ჩაი და მცენარეული დანამატი) სასარგებლო თვისებების გაძლიერებისათვის.
„მანნა“ იმპორტირებული ჩაისგან გამოარჩევს ისიც, რომ კომპანია წარმოებაში არ იყენებს არომატიზატორებს და საღებავებს, მათ შორის, არც ბუნებრივს. ლიმონის დამატების შემთხვევაში ემატება ქართული, სუბლიმაციის მეთოდით გამშრალი და დაქუცმაცებული ლიმონი.
„გარდა ამისა, ჩაის ყველა პარტიას უტარდება ლაბორატორიული ანალიზი აკრედიტირებულ ლაბორატორიაში, რაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილ პარამეტრებზე კვლევას (ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები, მიკრობიოლოგია, ტოქსიკური ელემენტები). ეს ყველაფერი კი გვაძლევს ევროპის ბაზარზე პოზიციონირების საშუალებას“, - აღნიშნა ნატო რჩეულიშვილმა.
„მანნას“ შესაფუთი მასალებიც საქართველოში მზადდება. ნატო რჩეულიშვილის თქმით, შესაფუთი მასალის ყველა კომპონენტი - ფოლგირებული ქაღალდი, ძაფი ერთჯერადი პაკეტებისათვის, ფილტრის ქაღალდი, აკმაყოფილებს სურსათის უვნებლობის ევროკავშირის სტანდარტებს.
აღსანიშნავია, რომ „მანნას“ საწარმო 2017 წლიდან არის სერტიფიცირებული ISO 22000-ით გერმანული კომპანია TUV- ის მიერ და გადის ყოველწლიურ შემოწმებას ამავე კომპანიის წარმომადგენლების მიერ სერტიფიკატის შენარჩუნების მიზნით. თანამშრომლები არიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც მუდმივად გადიან სხვადასხვა ტრენინგებს და წამატებულად ნერგავენ თავის ცოდნას და გამოცდილებას სამუშაო ადგილას.
ჩაის გადამამუშავებელი საწარმო „მანნა“ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში 2017 წლის ივლისში გაიხსნა. საწარმოში სტაბილურად 22 ადამიანია დასაქმებული, თუმცა თანამშრომლების დამატება სეზონურად, საჭიროებიდან გამომდინარე ხდება.
თავდაპირველად კომპანია 4 სახეობის ჩაის აწარმოებდა. ორწლიანი მუშაობის შემდეგ ასორტიმენტი 12 სახეობამდე გაიზარდა. დღეს „მანნას“ ბრენდით ბაზარზე გამოდის: კლასიკური მწვანე და შავი ჩაი, შავი ჩაი ბეგქონდარით, მწვანე ჩაი პიტნით (ერთჯერადი და დასაყენებელი); შავი ჩაი მოცვის ფოთლით და შავი ჩაი ასკილით, შავი ჩაი ლიმონით და მწვანე ჩაი ლიმონით.
„მანნა“ სინერჯი კაპიტალის“ პორტფელური კომპანიაა. „სინერჯი კაპიტალი“ სინერჯი ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ეძებს ზრდის განსაკუთრებული პოტენციალის მქონე კომპანიებს და კაპიტალში შესვლითა და საბრუნავ საშუალებებში ინვესტირებით, ასევე მართვის სისტემების მოწესრიგებით ეხმარება მათ ღირებულების გაზრდაში.