ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2019 წლის 1-ლი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
საანგარიშო პერიოდში შვიდი ყველაზე მომგებიანი ბანკის წმინდა მოგებამ ჯამში 196,527,732 ლარი შეადგინა. მთლიანად საბანკო სექტორის მოგება კი 205,351,610 ლარი იყო.
ანგარიშგებების მიხედვით, 2019 წლის 1-ელ კვარტალში ყველაზე მეტი მოგება „თიბისი ბანკმა“ მიიღო, რომლის წმინდა მოგებამაც საანგარიშო პერიოდში - 98,571,884 ლარი; დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 146,038,875 ლარი; მის მიერ გადახდილმა მოგების გადასახადმა კი - 9,369,558 ლარი შეადგინა.
მას მოსდევს „საქართველოს ბანკი“, რომელსაც 1-ლი კვარტლის მონაცემებით, 73,350,879 ლარის ოდენობის წმინდა მოგება ჰქონდა. დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ 140,339,212 ლარი შეადგინა. ხოლო მოგების გადასახადის სახით, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, ბანკმა - 8,500,000 ლარი გადაიხადა.
წმინდა მოგების თვალსაზრისით აღნიშნულ ორ ბანკს მნიშვნელოვნად ჩამორჩება „ტერა ბანკი“, რომელიც მომგებიანი ბანკების რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს. მისმა წმინდა მოგებამ საანგარიშო პერიოდში 6,220,052 ლარი შეადგინა. ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს რეიტინგში „კრედო ბანკი“ და „პროკრედიტ ბანკი“ იკავებენ. მათმა წმინდა მოგებამ მიმდინარე წლის 1-ლი კვარტლის მონაცემებით, შესაბამისად, 5,710,454 და 4,550,184 ლარი შეადგინა.
„პროკრედიტ ბანკს“ მცირედით ჩამორჩება „ქართუ ბანკი“, რომლის წმინდა მოგებამაც საანგარიშო პერიოდში 4,137,873 ლარი შეადგინა, მე 7 ადგილს კი ჩამონათვალში -„ლიბერთი ბანკი“ იკავებს - 3,986,406 ლარიანი წმინდა მოგებით. სხვა კომერციული ბანკების წმინდა მოგება კი ამ შვიდთან შედარებით განსხვავებული და მცირეა.
ცნობისთვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.
Top-7 ბანკი მოგების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით:
„თიბისი ბანკი“ - 98,571,884 ლარი
„საქართველოს ბანკი“ - 73,350,879 ლარი
„ტერა ბანკი“ - 6,220,052 ლარი
„კრედო ბანკი“ - 5,710,454 ლარი
„პროკრედიტ ბანკი“ - 4,550,184 ლარი
„ქართუ ბანკი“ - 4,137,873 ლარი
„ლიბერთი ბანკი“ - 3,986,406 ლარი.