5 აუდიოწიგნი, ბიზნესის წარმატებული სტარტისთვის

თუკი მოტივირებული ხართ, შეცვალოთ თქვენი უნარები უკეთესობისკენ, დაეუფლოთ საჯაროდ გამოსვლის ტექნიკას, მიიღოთ გადაწყვეტილებები და ისწავლოთ უბრალოდ სწორი დროის მენეჯმენტი, ბიზნესლიტერატურა ის რესურსია, რაც თქვენს წინსვლას სჭირდება. თუმცა არის დღეები, როცა ფიზიკურად ვერ ვიცლით წიგნების საკითხავად, ყოველდღიური აქტიური რეჟიმიდან გამომდინარე. საბედნიეროდ, არსებობს აუდიოწიგნები, რომლებიც საუკეთესო შესაძლებლობას გაძლევთ, არ მოაცდინოთ თქვენი მზერა და ხელები საქმეს, და უბრალოდ, მოსმენის საშუალებით, შეიძინოთ თქვენთვის საჭირო ახალი უნარი.

იმისათვის, რომ იპოვოთ ყველაზე შესაფერისი თქვენი დროის ბიზნეს-აუდიოწიგნი, gudabooks.ge გაძლევთ საშუალებას, ბიზნესლიტერატურის ბიბლიოთეკა თქვენს მოწყობილობებში მოათავსოთ მარტივად და მოუსმინოთ ნებისმიერ დროს ხმოვანი ფორმით.

გთავაზობთ 5 აუდიოწიგნს, თქვენის უნარების გასაუმჯობესებლად და ბიზნესის წარმატებულად დასაწყებად.

1. ნაპოლეონ ჰილი - იფიქრე და გამდიდრდი

http://gudabooks.ge/book/256037-ifiqre-da-gamdidrdi-napoleon-hili/

წაიკითხე და გამდიდრდი! ეს წიგნი ფულის შოვნის საიდუმლოს გაგანდობთ, სხვანაირად დაგაფიქრებთ და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაშიც დაგეხმარებათ. მასში წარმატებული და მდიდარი ადამიანების გამოცდილება, ნააზრევი და რეკომენდაციებია თავმოყრილი. წიგნში მოცემულ მარტივ მეთოდს თუ გამოიყენებთ, ხელთ ჭეშმარიტი და გამოცდილი წარმატების საიდუმლო გექნებათ და ყოველთვის მოიპოვებთ იმას, რასაც ისურვებთ.

2. გაი კავასაკი - იდეიდან პირველ მილიონამდე

http://gudabooks.ge/book/238731-ideidan-pirvel-milionamde-gai-kavasaki/

წიგნი პრაქტიკული სახელმძღვანელოა მათთვის, ვინც ბიზნესსაქმიანობას ეწევა. ნოვატორი და ბიზნესში რევოლუციური წესების ავტორი კავასაკი გასწავლით, თუ როგორ უნდა გადადგათ პირველი ნაბიჯები ბიზნესსამყაროში, როგორ უნდა გახდეთ ქარიზმატული ლიდერი, როგორ იმუშაოთ გუნდთან ერთად, შეარჩიოთ ბიზნესპარტნიორი, მოიზიდოთ ინვესტორი და მართოთ კომპანია.

3. ბრაიან თრეისი - მიზნები

http://gudabooks.ge/book/242801-miznebi-braian-treisi/

ეს წიგნი ამბიციური ადამიანებისთვისაა, მათთვის, ვისაც სწრაფად სურს წინსვლა და წარმატება, მაგრამ ამისთვის მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. აუცილებელია სწორად დასახული მიზნები და მათი მიღწევის გონივრული მეთოდები! ეს ყველაფერი კი ამ წიგნშია თავმოყრილი.

4. რიჩარდ გერვერი - იაზროვნე მარტივად

http://gudabooks.ge/book/258779-iazrovne-martivad-richard-gerveri/

წიგნი აზროვნების სიმარტივის თავისებურებებზე მოგვითხრობს და სირთულეების მარტივად დაძლევის წესებს გვასწავლის. წიგნიდან გაიგებთ, როგორ იცხოვროთ ენთუზიაზმით და იმოქმედოთ დამაჯერებლად, ირწმუნოთ საკუთარი იდეების პერსპექტიულობის, გადაახალისოთ თქვენი აზროვნება, ჩვევები და ქმედებები, მოიშოროთ მძიმე ტვირთი, რომელიც ხელს გიშლით წინსვლაში.

5. ერიკ რისი - წარმატებული სტარტაპი

http://gudabooks.ge/book/243791-tsarmatebuli-startapi-erik-risi/

სტარტაპი ბევრია, თუმცა შედეგიანი - ცოტა. ერიკ რისის წიგნი გასწავლით, როგორ გახადოთ თქვენი სტარტაპი შედეგიანი. ბიზნესის კეთების ინოვაციურმა მიდგომამ რომელიც წიგნშია გადმოცემული, მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

სწორად შერჩეული წიგნების გაცნობა უდავოდ აისახება თქვენს მსოფლმხედველობაზე, მიდგომასა და ბიზნესის მართვაზე. გაეცანით ბიზნესის პრაქტიკული სახელმძღვანელოების აუდიოვერსიებს, დაზოგეთ თქვენი დრო და აქციეთ იდეა წარმატებულ ბიზნესად.

გახსოვდეთ, რომ სწორი დასაწყისი წარმატების საწინდარია.