როგორია სასტუმროს ფასები საქართველოში

2019 წლის ივნისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 137 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ორგანიზაცია PMCG-ის კვლევაშია აღნიშნული.

ამავე მონაცემების მიხედვით, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 232 ლარი, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების - 76 ლარი შეადგინა.

რაც შეხება 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასს, ივნისში 448 ლარით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 618 ლარი შეადგინა, აჭარაში - 384 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 417 ლარი, ხოლო კახეთში - 369 ლარი.

ნინი ქეთელაური