საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2019 წლის ივნისში, 2019 წლის მაისთან შედარებით, 1.5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ორგანიზაცია PMCG -ის კვლევაშია აღნიშნული.
ამავე მონაცემების მიხედვით, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 3.6%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების - 0.1%-ით შემცირდა.
ამასთან, 2019 წლის ივნისში, 2018 წლის ივნისთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 2.9%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 7.3%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების - 9.9%-ით გაიზარდა.