საქართველოში იმპორტირებული ბოსტნეულის რაოდენობა შემცირდა.
„საქსტატის“ ცნობით, 2019 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 21 112 100 დოლარის ბოსტნეული შემოვიდა, მაშინ როდესაც 2018 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 26 424 700 დოლარი იყო.
„ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ბოსტნეულის 5 სახეობას, რომელსაც საქართველო ყველაზე ბევრს ყიდულობს.
2019 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით, თავიანი ხახვი, ხახვი-შალოტი, პრასი, ნიორი და სხვა ხახვისმაგვარი ბოსტნეული იყიდა, რომლის იმპორტმაც 5 510 100 დოლარი შეადგინა.
მეორე ადგილზე 3 932 200 დოლარით ახალი ან შეყინული სხვა ბოსტნეული გავიდა.
მესამე ადგილზე კი ახალი ან შეყინული პომიდორია, რომლის იმპორტმაც 3 870 600 დოლარი შეადგინა.
მეოთხე ადგილი 2 110 600 დოლარით ახალ და შეყინულ კიტრსა და კორნიშონს უკავია.
ხუთეულს ამთავრებს ახალი ან შეყინული კარტოფილი, რომლის იმპორტმაც 2 002 000 დოლარი შეადგინა.
2018 წლის იანვარ-მაისის ბოსტნეულის ხუთეული კი ასე გამოიყურება:
ახალი ან შეყინული პომიდორი - 6 444 300 დოლარი
თავიანი ხახვი, ხახვი-შალოტი, პრასი, ნიორი და სხვა ხახვისმაგვარი ბოსტნეული - 5 117 100 დოლარი
ახალი ან შეყინული სხვა ბოსტნეული - 4 758 500 დოლარი
პარკოსანი გამხმარი ბოსტნეული - 3 403 100 დოლარი
ახალი ან შეყინული კარტოფილი - 2 792 500 დოლარი