ამერიკის წარმომადგენელი ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკებებში რობერტ ლეიტჰაიზერი ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს 29-31 ივლისს შანხაიში გამართავს. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს.
სააგენტოს ცნობით, ეს იქნება პირველი რაუნდი მაისის მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც ჩიხში შევიდა. მხარეები გეგმავენ საკითხთა ფართო სპექტრი განიხილონ.
როგორც მანამდე გაზეთი South China Morning Post-ი წერდა, ახალი რაუნდი მომავალ კვირას პეკინში უნდა შემდგარიყო, მათივე ცნობით ამერიკულ დელეგაციას უხელმძღვანელებდა ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი და სავაჭრო მოლაპარაკებებში ამერიკის წარმომადგენელი რობერტ ლეიტჰაიზერი, ჩინურ მხარეს კი სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერი ლი ხე.
როგორც ცნობილია, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები უკვე თვეებია გრძელდება, თუმცა მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ეს კი ამ დაძაბული ურთიერთობის განსამუხტად და ვითარების დასარეგულირებლად მორიგი მცდელობა იქნება, რომელიც თავის მხრივ ნეგატიურ გავლენას ახდენს გლობალურ ბაზარზე.