შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოსაგზაო შემთხვევების მეორე კვარტლის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ავტოავარიების შედეგად ქვეყანაში დაიღუპა - 108 და დაშავდა - 1 929 ადამიანი.
ჯამში, შს სამინისტროს მონაცემებით, მე-2 კვარტალში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, 9 175; ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) მიხედვით, 1 427 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა რეგისტრირებული.
ამასთან, უწყების ცნობით, საგზაო-სატრანპოსრტო შემთხვევების შედეგად, დაიღუპა 14 ქალი, მათ შორის 7 ქვეითად მოსიარულე და 64 კაცი, მათ შორის 18 ქვეითი იყო. დაშავებით კი 650 ქალი და 992 მამაკაცი არის დაშავებული.