მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საქართველოში იმყოფებიან და პროკურატურაში მისვლას აპირებენ. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" ბრალდებულების ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ თიბისი ბანკის დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.
"მამუკა ხაზარაძეც და ბადრი ჯაფარიძეც საქართველოში იმყოფებიან და გამოკითხვაზე მისვლას, რა თქმა უნდა, აპირებენ. უბრალოდ, მე ამ ეპატზე კომენტარს და შეფასებას ვერ გავაკეთებ, რადგან ახლა ვაპირებ, რომ შევხვდე ორივე მათგანს და შემდეგ მეცოდინება ყველა დეტალი",- განაცხადა ზვიად კორძაძემ.