ხუხაშვილი - ხაზარაძის საქმეს აქვს სამი განზომილება

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა.

აღნიშნულ საკითხს ექსპერტ გია ხუხაშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

„ბიზნესპრენიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

ხუხაშვილი: ხაზარაძის საქმეს აქვს სამი განზომილება:

1. პოლიტიკური ა) გრძელვადიანი - ხაზარაძის გამოჩენა პოლიტიკურ ბაზარზე მთლიანად ანგრევს ორპოლუსიან ნარატივს, რაც ხელისუფლებისთვის ფაქტიურად. ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასია; ბ) მოკლევადიანი, ტაქტიკური - რუსთავი-2-ის პრობლემების და ოქრუაშვილის სკანდალური განცხადებებიდან ყურადღების გადატანა, გადაფარვა.

2. ანაკლიის კონსორციუმმა საბოლოოდ “დალია ჩაილურის წყალი”

3. სამართლებრივი - “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე” დავა შეიძლება ორ შემთხვევაში. თუ საქმე გვაქვს შავი ფულის გათეთრებასთან, რაც ამ შემთხვევაში სრული აბსურდია. ან, თუ ფული მოიპარე და მიითვისე. მეორე შემთხვევაში უნდა არსებობდეს დაზარალებული. თუ ის არ არსებობს, ესეც აბსურდია. ველოდებით მომჩივანი დაზარალებულის გამოჩენას...