მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის ბრალის წაყენება და ამავე დროს, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა იმის მანიშნებელია, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალუფლების შენარჩუნების მიზნით ყველაფერზე წამსვლელია, - აღნიშნულ შეფასებას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აკეთებს.
დეპუტატის თქმით, როცა ივანიშვილს საკუთარ ქვეყანაში ე.წ. ”ჭარბი ნდობა” ნულამდე დაუვიდა, ახლა ერთადერთ იმედად რუსეთიღა შერჩენია.
“რუსთავის 2“-ის შემდეგ, აგერ ანაკლიაც დაასამარა. გარდა შორს მიმავალი გეგმებისა, პროკურატურის ეს ნაბიჯი მოკლევადიან მიზნებსც ემსახურება - პოლიტიკურად გაანეიტრალოს ხაზარაძე-ჯაფარიძის დუეტი და მათი მხარდამჭერი ბიზნესი, ხელი ააღებინოს საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური აქტივობისგან და უარი ათქმევინოს მომავალ არჩევნებში მონაწილეობის პირდაპირ მიღებაზე ან რომელიმე ძალის მხარდაჭერაზე.
ძალაუფლების შენარჩუნება ყველა ხერხებით ივანიშვილისათვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების მომავალი.
მალე პირადი მოსამსახურეებით შეავსებს უზენაეს სასამართლოს და საბოოლოდ გააფორმებს ხელისუფლების ყველა შტოს უზურპაციას.
ის დიდი რისკის ქვეშ აყენებს ქვეყანასაც და საკუთარ თავსაც. ამ არჩევნებმა უნდა გადაარჩინოს ქვეყანა“, - აცხადებს რომან გოცირიძე.