თუ დამატებითი სანქციები არ შემოვა, ვერ ვხედავ, რომ დამატებითი დიდი ზეწოლა იყოს ლარზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ვითიბი ბანკის" პრეზიდენტმა არჩილ კონცელიძემ ლარის გაუფასურებაზე კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურება რუსეთიდან ტურისტების შემცირების გავლენით აიხსნება.
"გრძელვადიან რყევას ვერ ვხედავ. ტურიზმის შემცირება იყო, შესაბამისად შემოსავლების, იმაზე ნაკლებია, ვიდრე იყო მოლოდინი, რომ იქნებოდა და ამან იქონია გავლენა.
თუ დამატებით სანქციები არ შემოვა, ვერ ვხედავ, რომ დამატებითი დიდი ზეწოლა იყოს ლარზე, განსაკუთრებით მომდევნო 2 თვეში. ტურისტების რაოდენობა წელს მკვეთრად არის შემცირებული იგივე ბათუმში. ახლა ჩამოვედი ბათუმიდან და რუსი ტურისტი შარშან თუ იყო უმრავლესობა და ყოველი მესამე რუსი ტურისტი იყო, წელს ფაქტობრივად, მე არ შემხვედრია რუსი ტურისტი, ",- აცხადებს "ვითიბი ბანკის" პრეზიდენტი.