„თიბისი ბანკი“ ბიზნესასოციაციის წევრია და გვინდა, პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს, - ასე ეხმაურება "საქართველოს ბიზნესასოციაციის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენას.
„ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ ჩვენი წევრების სამართლიან და ობიექტურ ინტერესებს. დანარჩენი სასამართლოს ხელშია. პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ეს ერთადერთი სწორი გზაა”, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა.
როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.