ეს არის ჩემი და მამუკას მიმართ პირადი დევნის გაგრძელება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული დევნა ზიანს აყენებს როგორც პროექტებს, რომლებშიც ისინი მონაწილეობენ, ისე ქვეყანას.
„ეს დევნა გრძელდება უკვე წელიწადია. სამწუხაროდ, ესაა პირადი დევნის გაგრძელება ჩემი და მამუკას მიმართ. ეს აყენებს უზარმაზარ ზიანს ქვეყანას, იმ პროექტებს, რომელშიც ჩვენ ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არცერთი პროექტი არ შეფერხდეს. ჩვენ განვიხილავთ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის იმისთვის, რომ ბანკის აქციონერები იყვნენ მშვიდად, რომ ბანკს საფრხე არ ემუქრება და ნამდვილად არ ემუქრება - ჩვენ შევეცდებით დავამშვიდოთ საინვესტიციო სამყარო, რომ არცერთ ინსტიტუტს, სადაც ვართ, საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.