"ლიბერთი ბანკი" საბანკო სერვისებისა და საბარათე ოპერაციების შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს. "ლიბერთი ბანკის" განცხადებით, ტექნიკური სამუშაოების გამო, 26 ივლისს აღნიშნული მომსახურება შეფერხებით იმუშავებს.
"ბიზნესპრესნიუსი" "ლიბერთი ბანკის" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ძვირფასო მომხმარებლებო, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმილია ტექნიკური სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც 26 ივლისს, 04:00 -07:00 საათამდე შეფერხებით იმუშავებს ბანკის სერვისები და საბარათე ოპერაციები. გთხოვთ, გაითვალისწინოთ. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის",- ნათქვამია "ლიბერთი ბანკის" განცხადებაში.