CARFEST- ინოვაციური ავტო იმპორტიორი კომპანია ქართულ ბაზარზე

ახალი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სასურველი მეორადი მანქანის უცხოეთიდან ჩამოყვანის ყველაზე მარტივ და კომფორტულ მომსახურებას, რაც მთლიანად შეცვლის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას.

ქარფესტის დახმარებით, მომხმარებლებს აღარ მოუწევთ ავტომობილის შეძენის თანმხლები დამღლელი და ბუნდოვანი პროცესების გავლა, რადგან ამ საქმეს საკუთარ თავზე “ქარფესტის” ე.წ “ავტოპილოტი”, ანუ გაყიდვების მენეჯერი აიღებს. ის მომხმარებელს გაუწევს მაღალპროფესიონალურ მომსახურებას და დაეხმარება, სასურველი ავტომობილი, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევისა და სარისკო ნაბიჯების გარეშე შეიძინოს.

„ქარფესტის“ უკეთ გასაცნობად კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ალექსანდრე ბაჯელიძეს ვესაუბრეთ და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

1. რითია “ქარფესტი” გამორჩეული?

“ქარფესტი” გეგმავს, ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებული თავისტკივილი მარტივ და სასიამოვნო პროცესად გარდაქმნას. ჩვენი ამოცანაა, დავნერგოთ მომსახურების სრულიად ახალი სტანდარტები, მაქსიმალურად მოვერგოთ მომხმარებელს და გავხდეთ ლიდერი კომპანია ქართულ ბაზარზე.

2. რას მოგვიყვებით ქარფესტის გუნდზე?

“ქარფესტის” გუნდი დაკომპლექტებულია მომხმარებელზე ორიენტირებული პროფესიონალებით, რომელთა მთავარი პრინციპია მაღალი სტანდარტები და კლიენტის პრეფერენციები. სწორედ ამიტომ, გვჯერა, რომ სულ მალე „ქარფესტი“ დამკვიდრდება, როგორც ყველაზე სანდო ბრენდი და საიმედო “ავტოპილოტი” ავტომობილის შეძენის გზაზე.

3. რა არის “ქარფესტის” მიზანი და სამომავლო გეგმა?

ჩვენი სამომავლო გეგმაა, სწრაფი ტემპით გავზარდოთ და მაქსიმალურად განვავითაროთ ციფრული პლატფორმა, რომელიც ბოლომდე მორგებული იქნება მომხმარებლის მოთხოვნებზე, კიდევ უფრო გაამარტივებს ავტომობილის შეძენის გამოცდილებას და დაამკვიდრებს მომსახურების ახალ სტანდარტებს.

(R)