წარმოუდგენელი ფასები Apple-ის ოფიციალურ პროდუქციაზე iSpace-ში!

ერთადერთი apple premium reseller-ის, iSpace-ის მე-2 მაღაზია 26 ივლისს 15:00 საათზე სავაჭრო ცენტრში, „თბილისი მოლი „ გაიხსნება. გრანდიოზულ გახსნაზე iSpace-ში მისულ მომხმარებელს საშუალება ექნება Apple-ის შერჩეულ მოდელებზე დაზოგოს 700 ლარამდე.

საოცარი შეთავაზებები გავრცელდება გარკვეულ მოდელებზე: აქცია შეეხება, ულტრა თხელი 13inch MacBook air-ს, რომლის ღირებულება 2999 ლარიდან 2299 ლარზე ჩამოვა, ხოლო MacBook Pro კი, 3999 ლარის ნაცვლად 3399 ლარად გაიყიდება. ასევე, სპეციალური ფასი გავრცელდება iPad-ზე (32GB) , რომლის ფასი 1140 ლარის ნაცვლად 799 ლარზე ჩამოვა და ბოლოს მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი Airpods (მე-2 თაობა) ჩვენს მომხმარებლებს 599 ლარის ნაცვლად, 489 ლარად დახვდება. სპეციალური შეთავაზება ასევე გავრცელდება iPhone XR -ზე, რომელიც ჩვენი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იყო წინასწარი შეკვეთით 1999 ლარად. ხოლო 26,27,28 ივლისს მისი ფასი იქნება 2199 ლარი - ნაცვლად 2399 ლარისა.

მომხმარებლებს ასევე საშუალება ეძლევათ , რომ აქციაში მყოფი პროდუქცია შეუკვეთონ წინასწარ ვებ-გვერდზე iSpace.ge. დაჯავშნული ნივთის მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ 26 ივლისს, 15:00 საათიდან 20:00 საათამდე შეეძლებათ.

აღნიშნული პროდუქციის ფასები გახსნის დღეს ყველაზე გამორჩეული იქნება მსოფლიოში. „ფასები შეიძლება იგივე ან უფრო დაბალიც კი იყოს ვიდრე აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში. აქამდე ვინც ცდილობდა შეეძინა Apple-ის პროდუქცია უფრო ხელსაყრელ ფასად უცხოეთში ან ე.წ. “შავ ბაზარზე” შეძლებენ ოფიციალური შესაბამისად ხარისხიანი პროდუქციის მიღებას ბევრად უფრო მომგებიან ფასად ოფიციალურ მაღაზიაში. ამ შესაძლებლობას ჩვენ ვუყურებთ როგორც საჩუქარს ჩვენი მომხმარებლისთვის და არა როგორც შემოსავალს.. ”- განმარტეს iSpace-ში.

iSpace-ში Apple-ის მიერ ოფიციალურად დატრენინგებული კონსულტანტები მომხმარებელს დაეხმარებიან სასურველი პროდუქციის და აქსესუარების შერჩევაში, შეასწავლიან მათ გამოყენებას და მისცემენ სასარგებლო რჩევებს.

Apple-ის პროდუქციის ფართო არჩევანი და ასევე სხვადასხვა ბრენდის აქსესუარები ხელმისაწვდომი იქნება გახსნის თანავე. სპეციალური ფასები იმოქმედებს 26, 27 და 28 ივლისს. შეძენა შესაძლებელია როგორც ნაღდი ანგარიშწორებით, ასევე განვადებით.

გახსნის ცერემონიაზე წარმოდგენილი იქნება სპეციალური Apple-ის დემო ზონები, სადაც არტისტები წარმოაჩენენ iPad-ის საოცარ შესაძლებლობებს. ასევე სპეციალური ადგილი იქნება დათმობილი ბავშვებისთვის, სადაც ჩატარდება სახალისო და საინტერესო მასტერკლასები. შეგახსენებთ, რომ Apple Premium Reseller-ის, iSpace-ის მაღაზია განთავსდება “თბილისი მოლში’', სავაჭრო ცენტრის მეორე სართულზე. სპეციალური შეთავაზება იმოქმედებს გახსნის დღიდან სამი დღის განმავლობაში. პროდუქციის შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე განვადებით. გახნის დღე კი 26 ივლისს 15:00 საათზე შედგება სადაც მომხმარებლებს საშუალება ექნება Apple-ის შერჩეულ მოდელებზე დაზოგოს 700 ლარამდე.