„ანაკლიიის ღრმაწყლოვანი პორტის“ განვითარების პირველი ეტაპისთვის 620 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით დაფინანსებაა საჭირო.
ამის შესახებ საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც „საქართველოს რკინიგზას“ ეხება.
კვლევის თანახმად, კომპანია სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციისგან 400 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვას გეგმავს.
„ანაკლიის პროექტი ევროკომიის პრიორიტეტულ პროექტების სიასა და პროექტი მსოფლიო ბანკის ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის საინვესტიციო სამოქმედო გეგმაშია. ამ გეგმის ფარგლებში, პორტისთვის 233 მილიონი ევრო, 100 მილიონი ევრო კი პორტის ახალი სარკინიგზო ხაზისთვისაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ პირობა დადო, რომ 18 კილომეტრის სიგრძის სარკინიგზო ხაზს ააშენებს, რომელიც „ანაკლიის პორტს“ არსებულ სარკინიგზო ხაზთან დააკავშირებს“, - ნათქვამია Galt & Taggart-ის კვლევაში.
კვლევაში აღნიშნულია, რომ „ანაკლიის პორტის“ საზღვაო ნაწილის მშენებლობა 2018 წლის მეორე ნახევარში დაიწყო.
„მას შემდეგ, რაც 2016 წელს პროექტს საფუძველი ჩაეყარა, 5.0 კვ.მ ქვიშის ამოსაღებად 70 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ინვესტიცია განხორციელდა. ქვიშის ამოღებისა და მელიორაციის სამუშაოებს გერმანელი საზღვაო კონსტრუქტორი ახორციელებდა. „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტით“ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ზრდის მოლოდინები არსებობს“, - ნათქვამია კვლევაში.
როგორც Galt & Taggart-ის მკვლევარები აღნიშნავენ, პორტის სამშენებლო სამუშაოები 2017 წელს დაიწყო და ელოდებიან, რომ ის პირველ ტვირთს 2021 წლისთვის მიიღებს.
„ანაკლიის პორტის“ გამტარუნარიანობის პოტენციალი, წელიწადში 100 მილიონი ტონის ოდენობით არის გათვალისწინებული. „ანაკლიის პორტის“ დაარსება, რეგიონს საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებისკენ გაუხსნის გზას, იმის გათვალისწინებით, რომ გემების 75%-ს, რუსეთის სანაპიროების გარდა, აღმოსავლეთით, ტვირთის გადაზიდვა ან მგზავრების გადაყვანა არ შეუძლია“, - ნათქვამია კვლევაში.
მარიამ მენაბდიშვილი