დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air გასული წლის ძლიერი ფინანსური მაჩვენებლების შემდეგ მგზავრთა გადაყვანის ნაკადის გაზრდას აპირებს.
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაზე ორიენტირებული გადამყვანი აცხადებს, რომ მიმდინარე ფინანსურ წელს ოპტიმისტურად უყურებენ. კომპანია ფიქრობს, რომ მიუხედავად საწვავზე გაზრდილი ფასების ბილეთების ფასსზე უარყოფითად მოქმედებისა, მათი გადაყვანების რაოდენობა მიმდინარე წელს გაიზრდება.
ავიაკომპანია აცხადებს, რომ მისი გადაყვანები დაგეგმილი 16%-ის ნაცვლად 20%-ით არის გაზრდილი, ხოლო მისი შემოსავლები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 72,4 მილიონ ევროს აღწევს.
ცნობისთვის, Wizz Air-ის განაცხადი მგზავრთანაკადის გადაყვანების ზრდასთან დაკავშირებით, კეთდება მაშინ როცა მისი კონკურენტი კომპანია Ryanair ანახევრებს მგზავრთნაკადის გეგმას, ამის მიზეზად კი Boeing 737 MAX ლაინერების მიწოდებაში შეფერხებებს ასახელებს.