კახეთში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

კახეთში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა.

ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი, ღვინის სააგენტოს თავმჯდომარე, კახეთის გუბერნატორი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები და ღვინის კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

რთველი 2014-ის შტაბი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ჩაბარებული ყურძენი სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღირიცხება.

რთველის საკოორდინაციო შტაბის გახსნამდე, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ სახელმწიფო ღვინის ქარხანა "გრუზინპრომი" დაათვალიერა და საწარმოს ტექნიკურ აღჭურვილობას გაეცნო. ქარხანა გლეხებისგან დაზიანებულ ყურძენს ჩაიბარებს, რომლის გადამუშავებაზეც კერძო კომპანიები უარს იტყვიან.

კახეთში წელს 100 ათას ტონა ყურძენს ელოდებიან. 1 კგ საფერავზე სახელმწიფო სუბსიდია 15 თეთრი, ხოლო რქაწითელზე 35 თეთრი იქნება.

რთველთან დაკავშირებით ამოქმედდა ცხელი ხაზიც, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.