საქართველოს საბანკო სექტორი საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩაერთო.
კონტრაქტს საკრედიტო - საგარანტიო სქემაში მონაწილეობის შესახებ ხელი დღეს მოეწერა და სქემაში საქართველოს საბანკო სექტორში მოქმედი 12 კომერციული ბანკი ჩაერთო.
„ინტერპრესნიუსი“ იმ ბანკების ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებშიც დღეიდან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში სესხის მიღებას შეძლებენ. ეს ბანკებია:
1. თიბისი
2. საქართველოს ბანკი
3. ქართუ
4. პროკრედიტი
5. ვითიბი
6. იშ ბანკი
7. ლიბერთი
8. პაშა
9. ტერა
10. ფინკა
11. ხალიკ ბანკი
12. კრედო
ცნობისთვის, საკრედიტო-საგარანტიო სქემა „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ქვეშ ამოქმედდება, ის განახორციელებს სქემის ადმინისტრირებას/ოპერირებას. სქემა უზრუნველყოფს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბანკში წარსადგენი უზრუნველყოფის 70%-მდე გარანტირებას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 20 მლნ ლარი საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველყოფისთვის.