“ბრექსითის” შედეგად დიდი ბრიტანეთი დედამიწაზე საუკეთესო ადგილი გახდება, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.
ჯონსონის თქმით, ახალი მთავრობის მიზანია “ბრექსითი” 31 ოქტომბრამდე განხორციელდეს.
როგორც ახალმა პრემიერმა აღნიშნა, იგი მზად არის “ბრექსითის” შესახებ ევროკავშირთან ახალი შეთანხმების მიღწევისთვის, თუმცა, თუ ამაზე უარს იტყვიან, მზად არის შეთანხმების გარეშეც გაიყვანოს ქვეყანა ევროპული ბლოკიდან.
„2050 წლისთვის აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ გაერთიანებული სამეფო საუკეთესო და ყველაზე მეტად აყვავებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა იყოს ევროპაში“, - განაცხადა ჯონსონმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, ბორის ჯონსონმა ახალი მინისტრთა კაბინეტი უკვე წარადგინა, შემდეგ კი პრემიერის რანგში პირველად თემთა პალატაში სიტყვით გამოვიდა.