ევროპის წამყვანი ახალი ამბების არხი, Euronews-ი საქართველოში მაუწყებლობას იწყებს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საერთაშორისო საინფორმაციო არხსა და კომპანია „სილქნეტს“ შორის დღეს გაფორმდა და მაუწყებლობა, ქართულ ენაზე, Euronews -ის ინფორმაციასთან ერთად, საქართველოს ამბებს დაეთმობა.
„სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილისა და Euronews-ის აღმასრულებელი დირექტორის მიშელ პეტერსის თქმით, Euronews-ის საქართველოში შემოსვლის მიზანი ევროპასა და საქართველოს შორის საინფორმაციო ხიდის აშენებაა.
ცნობისათვის, ევრონიუსი ევროპის წამყვანი საერთაშორისო საინფორმაციო არხია, რომელიც მაუწყებლობს 160 ქვეყანაში და ყოველთვიურად თითქმის 400 მილიონ ოჯახს და 135 მილიონ ადამიანს აწვდის ინფორმაციას.
ალექსანდრა ისპირიანი