აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნული ბანკის 182-დღიან #35, სადეპოზიტო სერტიფიკატების დღევანდელ აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფასიანი ქაღალდები ორმა კომერციულმა ბანკმა შეიძინა.

მათივე ინფორმაციით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 4.10 პროცენტით, მაქსიმალური - 4.18 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.18 პროცენტით განისაზღვრა.