შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოსაგზაო შემთხვევების მეორე კვარტლის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ავტოავარიების შედეგად ქვეყანაში დაიღუპა - 108 და დაშავდა - 1 929 ადამიანი.
სტატისტიკა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ სავარაუდო მიზეზებსაც მოიცავს. უწყების მონაცემებით, ყველაზე მეტი - 101 სატრანსპორტო შემთხვევის სავარუდო მიზეზი - შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევაა; მას მოსდევს მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება -76 შემთხვევით; მე-3 მე-4 ადგილებს 43-43 შემთხვევით ინაწილებენ დისტანციის დაუცველობა და სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში. მათ მოსდევს - ქ/მ გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, რაც ავარიების სავარაუდო მიზეზად 39 შემთხვევაში გამოვლინდა.
ავტოავარიების გამომწვევ 8 სავარაუდო მიზეზს შორის ხვდებიან ასევე: საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა - 35 შემთხვევა; მოძრაობის დაწყების მანევრი - 34 შემთხვევა და მოხვევის მანევრი - 32 შემთხვევა.
შეგახსენებთ, რომ შს სამინისტროს მონაცემებით, მე-2 კვარტალში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, 9 175; ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) მიხედვით, 1 427 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა რეგისტრირებული.
ამასთან, უწყების ცნობით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად, დაიღუპა 14 ქალი, მათ შორის 7 ქვეითად მოსიარულე და 64 კაცი, მათ შორის 18 ქვეითი იყო. დაშავებით კი 650 ქალი და 992 მამაკაცი არის დაშავებული.