საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი ივლისისთვის 24.75 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 745.87 მლნ ლარით, ანუ 3.11%ით მეტია პირველი ივნისისთვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.42 %-ით მეტი).
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 65.33 მლნ ლარით, ანუ 0.63 %-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.11 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 680.54 მლნ ლარით, ანუ 4.98%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.34 პროცენტით).
არსებული მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივლისისთვის 37.83% შეადგინა. პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.43 %-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.20 პროცენტული პუნქტით).
რაც შეეხება, ვადიან დეპოზიტებზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთს, ამ მაჩვენებელმა 5.16% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 7.14 %, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.92%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.42%, ხოლო ევროს წილმა 13.96% შეადგინა.