ექსცენტრიული ბიზნესმენი ჯონ მაკაფი, რომელიც თავის დროზე ძალიან პოპულარული ანტივირუსის McAfee-ს შემქმნელია, დომინიკის რესპუბლიკაში არ შეუშვეს.
აღნიშნული ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურის ინფორმაციით, მაკაფის თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი რის გამოც მას ქვეყანაში შესვლის უფლება არ მიეცა.
ჯონ მაკაფი, რომელიც ამერიკის საგადასახადო სამსახურის მხრიდან იძებნებოდა, დომინიკის რესპუბლიკაში ჩრდილოეთ სანაპიროებთან პატარა საპორტო ქალაქ პუერტო პლატაში დააკავეს, რომელსაც ის საკუთარი იახტით Great Mystery-თ მიადგა.
ადგილობრივი ძალოვანი უწყებების ცნობით, მის გემბანზე აღმოჩენილია დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა.