არ არსებობს გარემოებები იმისა, რომ გამოყენებულ იქნას აღკვეთის ღონისძიება. ამასთან ერთად ბრალდებაც აბსურდულია," - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ „პალიტრანიუსს“ განუცხადა.
ადვოკატი ადასტურებს ინფორმაციას, რომ პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის გირაო მოითხოვა.
"მიგვაჩნია, რომ გირაო საერთოდ არ უნდა იქნას გამოყენებული. ერთი მიზეზი ის არის, რომ აბსურდია ეს ბრალდება და აქ არ შეიძლება იყოს ფულის გათეთრება და მეორე მიზეზია ის, რომ თვითონ აღკვეთის ღონისძიების საფუძვლები არ არის სახეზე. კერძოდ, აღკვეთი ღონისძიება გამოიყენება იმისთვის, რომ არ დაემალოს გამოძიებას, არ გაანადგუროს მტკიცებულებები ან არ იმოქმედოს მოწმეებზე და ეს ყველაფერი გამოირიცხება იმიტომ, რომ ამდენი ხანია ორივემ იცის გამოძიების შესახებ და ძალიან ბევრჯერ არიან საზღვარგარეთ ნამყოფი.
11 წლის წინანდელი საქმეა და შესაბამისად ყველა მტკიცებულება ამოღებულია ეროვნული ბანკის მიერ და გადაცემულია გამოძიებისთვის. „თიბისი ბანკმაც“ ყველაფერი გადასცა გამოძიებას და ამ მტკიცებულებების განადგურება არ მომხდარა. მოწმეებიც დაკითხული არიან როგორც გავეცანი ამ საქმეს. შესაბამისად, ეს საშიშროებაც არაა. არ არსებობს გარემოებები იმისა, რომ გამოყენებული იქნას აღკვეთის ღონისძიება. ამასთან ერთად ბრალდებაც აბსურდულია," - განაცხადა კორძაძემ.
საქმის მტკიცებულებებზე საუბრისას ზვიად კორძაძე ამბობს, რომ მტკიცებულებების 70 %-ს "თიბისი ბანკისგან“ გადაცემული მასალები წარმოადგენს.
"საქმის მასალებს გავეცანით და ყველა ის მტკიცებულება რომც ადასტურებდეს იმას, რაც გამოძიებას უწერია, მაინც არ არის ფულის გათეთრება, ეს ერთი და მეორე, მტკიცებულებებში არაფერი არ არის. ეს ძირითადად არის მტკიცებულებები, რომლებიც გადაცემულია „თიბისი ბანკისგან“. 70% ზე მეტი არის იმ მტკიცებულებების ჩამონათვალი, რომელიც „თიბისი ბანკს“ გააჩნდა. ასე რომ, ეს არ არის მტკიცებულებები, რომელიც გამოძიებამ მოიპოვა. ამიტომ ცოტა აბსურდია ადამიანები დანაშაულს ჩადიოდნენ და შემდეგ ამ მტკიცებულებებს 11 წლის განმავლობაში ინახავდნენ. ამასთან, საქმეზე არ არის დაზარალებული და უფრო მეტიც, ამ ფულით ერთადერთი დაზარალებული ვინც შეიძლება იყოს, ეს არის „თიბისი ბანკი," - აღნიშნა ზვიად კორძაძემ.