როგორ გამოიყურება ულტრა თანამედროვე სახლი თბილისში, რომელიც 3 მლნ ლარზე მეტი ღირს

თბილისში, კერძოდ, დიღომში იყიდება სახლი, რომლის ღირებულებაც 3 177 500 ლარია (1 089 270 დოლარი). როგორც SS.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, კერძო სახლის საერთო ფართობი 1050 კვ.მ-ია.

განცხადების მიხედვით, ახალაშენებული თეთრი ვილა სრულად გარემონტებული და დათბუნებულია. აქვს 6 ოთახი, საკუთარი სველი წერტილებით.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახლი აღჭურვილია ტექნიკით და ავეჯით. ამასთან, აქვს აუზი, საუნა, სატრენაჟორო, ჯაკუზი, საგარდერობო, 2 საკუჭნაო, 2 გარე საკუჭნაო, დაცვის კამერები და სენსორები.

ნინი ქეთელაური