კარლო ნატალე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე - ველოდებით, რომ კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპები სრულად იქნება დაცული

"უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქმე, რომელიც აღძრულია "თიბისი ბანკის" თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ, გამჭვირვალედ იყოს განხილული",- ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა კარლო ნატალემ განაცხადა.

"უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქმე, რომელიც აღძრულია "თიბისი ბანკის" თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ უკანონო შემოსავლების სავარაუდო ლეგალიზაციის თაობაზე რამდენიმე წლის შემდეგ, გამჭვირვალედ იყოს განხილული.

ჩვენ ველოდებით, რომ კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპები სრულად იქნება დაცული. კარგად მოქმედი მართლმსაჯულება გადამწყვეტია დემოკრატიისთვის და ასევე უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. "თიბისი ბანკთან" დაკავშირებული მოვლენები მნიშვნელოვანია საქართველოს საბანკო სექტორისთვის და ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის.