ვართ სიტუაციაში, როდესაც ერთი პირი მართავს ქვეყანას ინსტიტუციების გარეშე, თქვენ იცით, ვინ არის ეს ერთი პირი, ის არის დირიჟორი და შემსრულებლები ჰყავს ძალიან ცუდი, - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.
„გპირდებით, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. ამ ბრძოლას გავაგრძელებ ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ ეს ჭაობი შეიცვალოს“, - განაცხადა ხაზარაძემ.
მისი თქმით, გარანტიას იძლევა, რომ ეს სისტემა დაინგრევა.